„ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს“ - გიგი წერეთელი

22 Sep 2021 17:42

„ეს კიდევ ერთ მახასიათებელია იმისა თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“ - ასე ეხმაურება  „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას


„ამგვარი ფაქტი, ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელების მოსმენები, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა არანაირად რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება. 


ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ და იმის მაგივრად რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში, იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე და ასე შემდეგ, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად თუ რატომ ხდება ასეთი რამ საქართველოში, რაც არის დარღვევა არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის, არამედ არის ფორმალურად კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულების, რაც არის საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობისა. ეს კიდევ ერთ მახასიათებელია იმისა თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.“- განაცხადა წერეთელმა


ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, სუსის ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.




კომენტარები:

ფართი შოპი