გიორგი გახარია დებატებზე:„ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თბილისმა ყველაფერი ნახა, მოქალაქეები მისცემენ შეფასებას“

22 Sep 2021 21:03

კახი კალაძის მიერ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე გიორგი გახარიას შეკითხვის საპასუხოდ გაკეთებული განცხადება დღესაც განხილვის საგანია. თუმცა თავად გიორგი გახარია მედიასთან დებატების შესახებ კომენტარს აღარ აკეთებს. 


„მე ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მაყურებელმა ყველაფერი ნახა,  თბილისმა ყველაფერი ნახა - ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს თავის შეფასებას მისცემენ.“




კომენტარები:

ფართი შოპი