400%-ით გაძვირებული მენიუ და ერთ საღამოში გადახდილი 15 000 ლარი - რომელი კაფე-ბარები სძალავდნენ ტურისტებს არარეალურ თანხებს თბილისში

22 Sep 2021 23:18

როგორ ძარცვავდნენ თბილისში ტურისტებს - თაღლითური სქემა გაშიფრულია. ცნობილია ის კაფე-ბარებიც, სადაც უცხოელ მოქალქეებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ.


ესენია: კაფე-ბარი "სკარპა" და ასევე, ღამის კლუბი "როიალი" - მათი თაღლითური ბიზნესი და სისხლის სამართლის დანაშაული ფარული ჩანაწერებითაც დასტურდება.


კაფე "სკარპა" დალუქულია, მისი მფლობელი კი დაკავებული.

ძარცვის მეთოდი სხვადასხვაა: იაფფასიანი პროდუქტების ათმაგ ფასში გასაღება და ფულის გამოძალვა მუქარით ან შანტაჟით.


გამოძიების ინფორმაციით, ბარის თანამშრომლები უცხოელი ტურისტების ალკოჰოლით თრობას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ - ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ნასვამ ჩინელ ტურისტს საკრედიტო ბარათიდან 15 ათასი ლარი ჩამოაჭრეს. 


"სკარპაში" უცხოელებისთვის არარეალური ფასებით შედგენილი მენიუც ჰქონდათ.


გამოძიებამ გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერიც, სადაც ტურისტი მომსახურების არარეალურ თანხას უშედეგოდ აპროტესტებს.


დღესვე, ტურისტების მიმართ განხორციელებული თაღლითობის მოტივით, სამართალდამცველებმა დალუქეს რიყეზე მდებარე ღამის კლუბი "როიალიც".


დალუქული კაფე-ბარებისა და დაკავებული პირების ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.  



წყარო:  " rustavi 2" 




კომენტარები:

ფართი შოპი