არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კახა კალაძემ 7 პოლიტიკური გეგმიდან მე-6 წარმოადგინა. მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელახლა მერად არჩევის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება.
მოქმედმა მერმა ასევე პირობა დადო, რომ თუ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა მასზე შეაჩერებს არჩევანს, ქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
ბიზნესის დახმარება პანდემიის პირობებში და თანამშრომლობა სამშენებლო სექტორთან იყო ის დაპირებები, რაც მერობის კანდიდატისგან ამომრჩეველმა მოისმინა.
წყარო: "rustavi 2"