„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ ლიდერებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

23 Sep 2021 14:14

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი, ზუგდიდის საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატ ბათლომე შელიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ, ადგილობრივებმა შეხვედრისას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც კოვიდ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა, ლიდერებმა პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს და მათ 2 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.


„დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში ჩვენს სამეგრელოს გუნდთან, ბევრ საკვანძო ადგილას, აქ ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში ან შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავს და მერობის კანდიდატი ხობში, ამასთან ერთად რაც მთვარია ეს გუნდი შედგება იმ ხალხისგან, რომლებსაც მიაქვთ ჩვენი საერთო სათქმელი მოქალაქეებთან.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.


„ბევრი რამ უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე და დაიწყოს ახალი პროცესი მე ვფიქრობ ზუგდიდში ეს ძალიან კარგად იციან და გააკეთებენ კიდევაც, აქ მერობის ძალიან ძლიერი კანდიდატია, შეთანხმებული მაჟორიტარები გვყავს ისევე, როგორც “ევროპული საქართველოსი” და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობას საზოგადოების მხრიდან მაღალი აქტივობის პირობებში ექნება წარმატება.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.


„ჩვენ აქ ვიბრძვით იმისთვის, რომ მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვოთ და პარტიული ხმებით შევძლოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიდეს “ევროპული საქართველოდან” ზუგდიდის საკრებულოში და კოალიციურ რეჟიმში გადავწყვიტოთ ქალაქის ბედი უკეთესობისკენ, “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს ამ არჩევნებში ამაში დარწმუნებული ვარ და შემდეგ ჩვენ შემდეგ რიგგარეშე არჩევნებში ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს.“ - განაცხადა ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში ბათლომე შელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი