„ამგვარ პირობებში არჩევნები ტარდება მხოლოდ ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში და უაღრესად სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი მაგალითები მიდის ჩვენს პარტნიორებთან“ - გიგი წერეთელი

23 Sep 2021 14:23

„ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პოზიციაც ამ კონკრეტულ მოვლენებთან, რაც მოხდა დმანისსა და რუსთავში ამ ძალადობასთან, ადამიანის დაჭრასთან, საარჩევნო კამპანიის ამგვარად ძალადობრივად წარმოებასთან რა თქმა უნდა ამას ჩვენი პარტნიორები ამას არ შეეგუებიან და ეს არის ყველაირი დარღვევა იმ პრინციპების, რომელზეც დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა


„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რამდენად დიდ საფრთხეს ქმნის საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება და ბუნებრივია ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პოზიციაც ამ კონკრეტულ მოვლენებთან, რაც მოხდა დმანისსა და რუსთავში ამ ძალადობასთან, ადამიანის დაჭრასთან, საარჩევნო კამპანიის ამგვარად ძალადობრივად წარმოებასთან რა თქმა უნდა ამას ჩვენი პარტნიორები ამას არ შეეგუებიან და ეს არის ყველაირი დარღვევა იმ პრინციპების, რომელზეც დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამგვარ პირობებში არჩევნების ჩატარება ხდება მხოლოდ ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში და უაღრესად სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი მაგალითები მიდის, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ იქნება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ არ გაუვათ ის, რომ ამგვარად მიაღწიონ რაიმე შედეგს და 2 ოქტომბრის არჩევნების ეს რეფერენდუმი რაღაცნაირად დაასრულონ ძალადობით და აგრესიით.“ - განაცხადა წერეთელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი