„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25.2%, ხოლო მოძრაობა „საქართველოსთვის“-5,7%.
თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა გააცნო.
„სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3%.
კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
„ქართული ოცნება“-50.9%
„ნაციონალური მოძრაობა“-25.2%
„საქართველოსთვის“-5,7%
„გირჩი-მეტი თავისუფლება“-3,4%
„პატრიოტთა ალიანსი“-3.1%
„ლელო“-2.9%
„მოქალაქეები“-2.6%
„მესამე ძალა“-1,7%
„ევროპული საქართველო“_1.1%
„ლეიბორისტული პარტია“-0.9%
„გირჩი“-0.4%
სხვა პარტიებზე გადანაწილდა 2,1%“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.