„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.
კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.
როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. კობახიძემ მელიას მიმართა: "ნუ აწყობ პროვოკაციას".
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.
წყარი: " ინტერპრესნიუსი"