ადამიანის უფლებათა კომიტეტი, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კანონების იმპლემენტაციის პროცესის შესწავლას ახორციელებს

23 Sep 2021 17:35

ადამიანის უფოლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა შეამოწმა.


კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნებისიერი ქვეყნის განვითარების საკითხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული  თუ როგორაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები დაცული.


„ უაღრესად მნიშვნელოვანია სწორად წარიმართოს  კანონის იმპლემენტაციის პროცესი. კომიტეტმა დანერგა ტრადიცია, ამ საკითხზე ერთთვიანი ინტერვალებით  სადისკუსიოდ გამართოს საკომიტეტო მოსმენა, რათა საზოგადოება და განსაკუთრებით ეს თემი კარგად იყოს ინფორმირებული და ჩართული  მიმდინარე პროცესებში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


კომიტეტმა ასევე მოისმინა ინფორმაცია  მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით „სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმების იმპლემენტაციის შესახებ. თავის მხრივ, კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუტთარი ხედვა გააცნო უწყებათა წარმომადგენლებს.


კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ბავშვთა კოდექსით მუნიციპალიტეტებს ეკისრება რიგი ვალდებულებებისა, მათ შორის , სტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ასევე აქვთ სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული მოვალეობები .


„არის სხვადასხვა საკითხი, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს სხვადასხვა სიმწვავით და აქტუალური ხდება, ამიტომ ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, როგორ წარიმართა  აღნიშნული საქმიანობა და როგორია ამ კუთხით მდგომარეობა. შესაბამისად, გვაქვს ანალიტიკის შესაძლებლობა.,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.


კომიტეტმა  განიხლა და მხარი დაუჭირა მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილისა და კახაბერ ძაგანიას საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . საკანონმდებლო წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთოდ მგზავრობისას არასრულწლოვანი პირების მიმართ რეგულაციების მოწესრიგებას ეხება.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო წინანადებას კომიტეტი კანონპროექტის სახეს მისცემს და  შესაბამის ცვლილებაზე დეპუტატები კომიტეტის სხდომებზე  იმსჯელებენ.


დღესვე კომიტეტში ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.




კომენტარები:

ფართი შოპი