"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, ევროკავშირის საელჩოსთან ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ ის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პოლიტიკოსად ვერ აღიქვამს.
ნიკა მელიამ, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების კონტექსტში, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასა და ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა:
"კობახიძე არის ადამიანი, რომელიც ბედავს, სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე და ამის შემდეგ, საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია. ეს ადამიანი არ იმსახურებს მას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე, როგორც მიჩვეულია.
როგორც ეს სივრცე დატოვა, სწორედ ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს რეჟიმის მსახურები. პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანი. იმის მაგივრად თავი დახარონ, მას შემდეგ, რაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშია უკანონო მოსმენებზე. ესენი კი ამოდიან და ამ ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ,"- განაცხადა ნიკა მელიამ.