ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება ოფისიდან - გაიპაროს, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ

23 Sep 2021 19:43

ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება დღეს ოფისიდან, ეს არის მისი არჩევანი. გაიპაროს, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.


ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან არეულობა „რადიკალური ოპოზიციის“ ინტერესია და „პროვოკაციებზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება პროვოკატორს“.


,,ჩვენ მშვიდად უნდა გავაგრძელოთ მზადება ამ არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს იცით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, რომელიც არ სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას და ნიკანორ მელიას. მათ სჭირდებათ პროვოკაციები, ინციდენტები და არეულობა, ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას, ეს არის ჩემი მოწოდება დღეს და შემდეგი დღეებისთვის, 2 ოქტომბრის ჩათვლით და შემდეგაც. პროვოკაციებზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება პროვოკატორს, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და აქტივისტს სიმშვიდისკენ, ამ მაგალითზე ვიხილეთ თუ რას აკეთებენ ისინი, რითიც იწვევენ ჩვენს მხარდამჭერებს. ვნახეთ ბინძური სახე ამ პოლიტიკური ძალის და ნიკანორ მელიასი, ეს მიუღებელია, მაგრამ მათი დღის წესრიგი ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს "მონა" და "ნაძირალა" უწოდეს.




კომენტარები:

ფართი შოპი