მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

23 Sep 2021 23:51

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე  კომიტეტის მიერ განხილულ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, საკანონმდებლო აქტების იმპლემენტაციასა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის კუთხით კომიტეტის საქმიანობაზე.


კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა თემატური მოკვლევის, როგორც საზედამხედველო ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ გაწეულ აქტივობებზე.


„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვის  იქმნება გარკვეული არხები ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ  ის პოტენციალი, რაც ახალგაზრდებშია, უფრო იოლად რეალიზებადი გახდეს.უკუკავშირის მექანიზმის ამ პლატფორმების გამოყენება მისასალმებელია და ყურადღებადასათმობი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი