„გალერია თბილისი“ მე-3 წელია ზარალზე მუშაობს

24 Sep 2021 12:34

სავაჭრო ცენტრმა „გალერია თბილისმა“, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, წინა წლების მსგავსად, პანდემიური 2020 წელიც ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა. კერძოდ, 2018 წელს ცენტრის ზარალი -2 მლნ ლარამდე; 2019 წელს კი - 33,711 მლნ ლარი იყო.


ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს „გალერია თბილისის“ შემოსავალი 19,483 მლნ ლარი; საოპერაციო მოგება - 3,959 მლნ; წლის მთლიანი ზარალი 49,082 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო - 197,304 მლნ ლარის აქტივები.


2020 წლის ბოლოსთვის, შპს გალერია თბილისში დასაქმებული იყო 28 ადამიანი (2019 წლის ბოლოს 27).როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია „გალერია თბილისი“ საწარმოთა მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.


ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.


წყარო:  " ინტერპრესნიუსი" 




კომენტარები:

ფართი შოპი