„ხელისუფლება, რომელიც არ გიქმნის პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის რატომ უნდა გყავდეს, თითოეული ჩვენთაგანის ამოცანაა, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“ - გიგი წერეთელი

24 Sep 2021 13:20

„2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნები სწორედაც, რომ ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია, ამიტომ საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის აქტიურობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა გურჯაანში კახეთის გუნდის წარდგენაზე.


„ხელისუფლება, რომელიც არ გიქმნის პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის რატომ უნდა გყავდეს, რომელიც ამბობს არა მე უნდა ვიყო მაინც და ამისთვის აკეთებ ყველაფერს მათ შორის არალეგალურ ბინძურს ხერხებსაც კი, თითოეული ჩვენთაგანის ამოცანაა, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იწყოდა და ჩვენს პლაკატებზე ეს სიტყვებიც არის გამოსახული: შენ თუ თავად არ აკეთებ არაფერს სხვისგანაც არ უნდა მოელოდე, დღეს არის ის დრო, როდესაც ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნები სწორედაც, რომ ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია, ამიტომ საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის აქტიურობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.“ - განაცხადა წერეთელმა




კომენტარები:

ფართი შოპი