„ხელისუფლება რესურსს კიარ ხარჯავდა ძალადობის აღკვეთაზე ან სამართლიან გამოძიებაზე, ისინი გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ“ - გიგა ბოკერია

24 Sep 2021 15:25

„ეს ფორმალური დადასტურებაა იმისა, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის, ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, უტიფრად ის, როგორც ოჯახს მოექცნენ, როცა იქ მიცვალებული იყო, შემდეგ კი პროპაგანდა, რომელიც ამოქოქეს ავტომატურად და უზარმაზარი რესურსი დახარჯეს.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ლექსო ლაშქარავას საქმის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო შსს-ს 2000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.


„ეს ფორმალური დადასტურებაა იმისა, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის, ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, უტიფრად ის, როგორც ოჯახს მოექცნენ, როცა იქ მიცვალებული იყო, შემდეგ კი პროპაგანდა, რომელიც ამოქოქეს ავტომატურად და უზარმაზარი რესურსი დახარჯეს. ისინი რესურსს კიარ ხარჯავდნენ ძალადობის აღკვეთაზე ან გამოძიებაზე, მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მომართული მათ პროპაგანდაზე იმისთვის, რომ თავისი ჭკუით თავი დაეცვათ და ამისთვის გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შენახვა ავტომატურად გადაწყვიტეს და განახორციელეს.“ - განაცხადა ბოკერიამ


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს მიერ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა.




კომენტარები:

ფართი შოპი