„ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის ჭაობში ჩათრევას ცდილობს და მას პასუხი 2 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გავცეთ“ - გიგა ბოკერია

24 Sep 2021 16:46

„ივანიშვილი ყველა მის გარშემო მყოფის პირით ცდილობს მიგვაჩვიოს, რომ ყველაფერი მოსულა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კობახიძის მიერ გახარიაზე გაკეთებულ განცხადებას


სამარცხვინო ამბავია მთელი ქვეყნისთვის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს და ასეთი პოლიტიკური გუნდი იყო ხელისუფლებაში ყველა მხარეს, მათ შორის გახარიას ჩათვლით, რომელთათვის ასეთი რამ განხილვის საგანი ხდება და ამის უფლებას აძლევენ თავს. ეს ხალხი დღეს გვეუბნება, რომ გუშინ, როდესაც გახარიას სუპერ მინისტრად, მხსნელად და სუპერ მენეჯერად აცხადებდნენ, როდესაც ჩვენი საერთო სახსრები, ჩვენი გადახდილი გასახადებიდან ამოღებული ფული და ვალად აღებული ფული, დახარჯეს არა მოქალაქეების დაცვასა და ვაქცინაციაზე, არამედ გახარიას პიარსა და უტიფარ პროპაგანდაზე. 


ახლა, რადგან რაღაც მიზეზების გამო ეს ფრაქციები გაიყო, გვეუბნებიან, რომ გუშინ, როცა ამ კაცს გასაღებდით, როგორც მხსნელს, გატყუებდითო. გახარიაც ასევე იქცევა, იძახის ეგენი რომ არარაობები იყვნენ, ყოველთვის ვიცოდიო, მაგათი ქება ჩემთვის არაფერიაო. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. 


ეს კაცი ყველა მის გარშემო მყოფის პირით ცდილობს მიგვაჩვიოს, რომ ყველაფერი მოსულა, საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკა არის ჭაობი, წუმპე, ყველა არის ამ წუმპეში და მოდი შევეგუოთ ამას, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს პასუხი 2 ოქტომბერს უნდა გავცეთ.


ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და კონკრეტული პიროვნების ვინაობა იცის, ვინც მას პირველად ნარკოტიკული ნივთიერება გაასინჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი