მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

24 Sep 2021 18:15

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


მხარეებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და  აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისა და დაგეგმილი სამიტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.


საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.


მაკა ბოჭორიშვილმა მარია კარაპეტიანს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



კომენტარები:

ფართი შოპი