ყველაფერი, რაც არ უნდა ხდებოდეს ნორმლაურ სახელმწიფოში, ამ ქვეყანაში ხდება, რომლის სათავეშიც “ქართული ოცნებაა” - ხათუნა სამნიძე

24 Sep 2021 18:35

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარეულ მოვლენებს ეხმაურება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა უმნიშვნელოვანესია. სამნიძეს მიაჩნია, რომ ეს გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ძალადობრივი ხელისუფლების შეცვლის პროცესში.  

 

“ეს ხელისუფლება არის ძალადობრივი, სახიფათო, გვაშორებს ევროპულ ფასეულობებს, გვაახლოვებ რუსეთთან, უკარგავს ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას და ადამიანის უფლებები მათთვის არაფერს ნიშნავს. ყველას გვისმენენ და პირად ცხოვრებაში ერევიან. ყველაფერი, რაც ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს, ამ ქვეყანაში ხდება, რომლის სათავეშიც “ქართული ოცნება” დგას! ეს ძალა უნდა დავამარცხოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება ძალაუფლების შეცვლისა და საპარლამენტო არჩევნების მოპოვების პროცესში”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი