თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დათქმულ დროს დაიწყება - მინისტრი

24 Sep 2021 18:57

საქართველოში სწავლა ონლაინ, 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ Covid-დადებითობის დღიური მაჩვენებლის 4%-მდე შემცირებისთანავე, სავარაუდოდ 4 ოქტომბერს, სწავლა სასწავლო ოთახებში გაიხსნებოდა. ამ დროისთვის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.61%-ია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი მაინც დარწმუნებულია, რომ სწავლა დათქმულ დროს, საკლასო ოთახებში დაიწყება.

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს საკლასო ოთახებში დაიწყება“, - განაცხადა ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი