ირაკლი ღარიბაშვილი - შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

25 Sep 2021 09:58

შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

 


კომენტარები:

ფართი შოპი