"ლელო" სატრანსპორტო საკითხებზე ექსპერტებს შეხვდა

25 Sep 2021 17:01

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე  განიხილეს “ლელოს” ხედვა ქალაქის განვითარების, სატრანსპორტო  პოლიტიკის პრობლემების და პერსპექტივების შესახებ. მოისმინეს დარგის სპეციალისტების შეფასებები და შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.


“დღეს დედაქალაქის პრობლემები ტრანსპორტის მხრივ გულისხმობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის  არასაკმარისი რაოდენობა, საცობები, პარკინგის საკითხები, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას”- ამის შესახებ შეხვედრის მსვლელობისას თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, “ლელოს” ხედვებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 



“ორი დღის წინ ნათლად დავინახეთ თუ რა პრობლემები აქვს სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქს. ოდნავ უხვი ნალექის შემთხვევაში დავინახეთ, რომ სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე ვიდექით. ისიც დავინახეთ, რომ ზედაპირული რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. “ლელოს” აქვს კონკრეტული ხედვა როგორ მოგვარდეს აღნიშნული საკითხები ქალაქის და ადამიანების სასარგებლოდ. აღნიშნული ხედვა გაწერილია "ლელოს" თბილისის მარშალის 9 პუნქტიან გეგმაში.“ - ანა ბიბილაშვილი.


ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება ერთ-ერთ უმთავრეს და მნიშვნელოვან პუნქტად მიაჩნია “ლელოს” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს. 


“არჩევნებამდე სულ ცოტა დრო გვრჩება და უნდა გავიაროთ მისი მნიშვნელობა. ქალაქში უამრავი პრობლემაა რომელიც გვაწუხებს, ის უნდა მოვაგვაროთ ჩვენ. თბილისი უნდა განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს და აღარ ვიყოთ ისეთი პრობლემების წინაშე როგორც რამდენიმე დღის წინ. ერთ დღიან წვიმას ვერ უძლებს ქალაქი, აღარაფერს ვამბობ სხვა ქალაქებზე. “ლელოს” აქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა დარგსა და მიმართულებას. როგორც კი “ქართული ოცნება” ჩამოშორდება ხელისუფლებას მეორე დღიდანვე დავიწყებთ ამ ხედვის განხორციელებას,”- ბადრი ჯაფარიძე.


კომენტარები:

ფართი შოპი