თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

25 Sep 2021 18:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს.


გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.


ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც თუშეთიდან 50-მდე პირის, მათ შორის ტურისტების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა.



კომენტარები:

ფართი შოპი