"ლელოს" ხედვით აღმაშენებლის ქუჩა მდგრად ტურიზმსა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს

27 Sep 2021 13:22

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა მოსახლეობასთან ერთად ახალი აღმაშენებლის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. 


“ლელოს” ხედვის თანახმად, აღმაშენებლის ქუჩა უნდა გადაიქცეს ტურისტულ სივრცედ, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ.


კონცეფცია, ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. 


ბიბილაშვილის თქმით, ხედვა რომელიც “ლელოს” აღმაშენებლის ქუჩასთან დაკავშირებით აქვს, ჯანსაღი ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, რომელიც ქალაქის ინტერესების თანხვედრით განვითარდება.


“არჩევნებამდე მოვედით და რეალურ საჭიროებებზე კონცენტრირება ჯერაც არ ხდება. 


“ლელოს” გუნდი ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ადამიანებამდე სათქმელი მივიტანოთ. ერთ-ერთი ასეთი ხედვა ამ ქუჩასაც უკავშირდება, რომელიც ემსახურება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას. ხოლო თუ ტურიზმის მდგრადობა გვინდა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ხარისხი, რასაც ახლა ამ კონცეფციაში ხედავთ. სამწუხაროდ, ამ და ბევრ ტურისტულ სივრცეში ხარისხი არ გვაქვს, რომ ტურისტი განმეორებით შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. “ლელოს” აქვს ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ქართული ნაწარმის განვითარებას, რომელიც მოიზიდავს ტურისტს. ამ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომელსაც უნდა სწორად ათვისება,”- ანა ბიბილაშვილი. 


ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა, აღმაშენებლის ქუჩის კონცეფცია დეტალურად გააცნო მოსახლეობას და აღნიშნა, რომ  პროექტის განვითარების ოთხი წლის თავზე მერია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ შემოსავლებს მოუტანს მეწარმეებსა და ქალაქს. 


 “ლელოს” აქვს ქალაქის განვითარების კონცეფცია. ერთ-ერთი უკავშირდება ახალი აღმაშენებლის განვითარებას ეხება, არის ნამდვილად აუცილებელი. გვინდა აქედან დავიწყოთ ცვლილებები და მოიცვას რაიონი. ჩვენი კონცეფცია განსხვავდება იმ ხედვებისგან რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც ვისაც აქ არსებული ფართები საკუთრებაში აქვთ და აქირავებენ, ასევე დავეხმაროთ ადამიანებს ვინც საქართველოში აწარმოებს ბიზნესს. საქართველოდან 2019 წელს ტურისტულმა ნაკადმა გაუტანა 101 მლნ. დოლარის პროდუქცია, რომელიც აქ არის შექმნილი. აქედან გამომდინარე უნდა ავიღოთ ევროპის ქალაქების მაგალითი და შევქმნათ ქართული ინდუსტრიისთვის ერთი ქუჩა სადაც ეს ყველაფერი ერთდროულად განთავსდება და იქნება კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს კოოპერაციის გზით.  


ჩვენი ხედვა კი მდგომარეობს შემდეგში, თბილისის მერიამ ოთხი წლის ვადით უნდა იქირაოს, ახალ აღმაშენებელზე არსებული მაღაზიები მოსახლეობისგან, პირველ წელს 100%, მეორე წელს 75% მესამე წელს 50% უნდა დაფაროს მერიამ ხარჯები და მომდევნო წლებს მოსახლეობა დაფარავს და შემდეგ წლებში კერძო ბიზნესი თავისი სახსრებით დაფარავს ხარჯებს. ოთხი წლის შემდეგ ეს იქნება ყველაზე პოპულარული ადგილი როცა კერძო ბიზნესი თავად შეძლებს ობიექტით ბიზნესის შენახვას. 


ეს იქნება გენიალური მაგალითი და საშუალება მეწარმეებისთვის, სადაც არ დაზარალდებიან არც გამქირავებლები. ეს პროექტი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ 2,5 მლნ. დოლარი დაჯდება, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება გაუგებარ ხარჯებში ატარებს”- კახა ჟღენტი.




კომენტარები:

ფართი შოპი