წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა ქალაქ ონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა

27 Sep 2021 13:38

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის განვითარებას და ონელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


სერგო ხიდეშელმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი შემოიარა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც განასაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს მერობის კანდიდატი.


„ადგილობრივებთან უშუალო და გულწრფელი საუბრები მე და ჩემს გუნდს გვაძლევს მოტივაციას და გვაკისრებს პასუხისმგებლობას დროულად და ეფექტიანად ვუპასუხოთ მათ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.


მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება ონის მუნიციპალიტეტი 4 წლის შემდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდაჭერით და ჩემი მშობლიური კუთხის სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ონის განვითარების პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი