„ჩვენი ვალია, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“- გიგა ბოკერია

27 Sep 2021 14:00

„ეს დღე გვახსენებს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.“ -  ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან გააკეთა „საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღეს ჩვენმა მტერმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს. 


პუტინის რუსეთი დღეს და მაშინ ელცინის რუსეთის ამოცანა, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, იყო მთელი საქართველოს თავისუფლების დამხობა. ამიტომ ამ ადამიანებმა, ვინც თავის სიცოცხლე შესწირა აფხაზეთის ომს 90-იანებში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. 


მათ ჩვენ დაგვიტოვეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გავაღწიოთ იმ ჭაობიდან, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვახვევს თავს. ჩვენი ვალია, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით.“ - განაცხადა ბოკერიამ


შეგახსენებთ, რომ დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.




კომენტარები:

ფართი შოპი