შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

27 Sep 2021 14:39

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.


წელს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოხუმისთვის ბრძოლა 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა.




კომენტარები:

ფართი შოპი