იუსტიციის მინისტრი: „მსოფლიო ბანკის კვლევით, კანონის უზენაესობის კომპონენტში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს“

27 Sep 2021 15:32

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“ გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საქართველო უსწრებს ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ“.


იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ეს წარმატება მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც 2017 წელს გატარდა, საჯარო სამსახურის რეფორმის, სასამართლოს რეფორმის, და, „რაც მთავარია, ხელისუფლების განწყობისა თავად კანონის პატივისცემისადმი“.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

 

„უკვე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას და საქართველოს კანონმდებლობიდან საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ყველა ეს რეფორმა მომდევნო წელს კიდევ უფრო შორს წაგვწევს რეიტინგში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ ყოველწლიურად   214 ქვეყანა, მათ შორის,   მსოფლიო ბანკის 189  წევრი  სახელმწიფო ისეთი  პარამეტრების მიხედვით  ფასდება. კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს „კორუფციის კონტროლის“, „ხელისუფლების ეფექტურობის“, „კანონის უზენაესობის“ და „რეგულაციების ხარისხის“ კომპონენტებში.




კომენტარები:

ფართი შოპი