„დიდი რაოდენობით ამომრჩევლის მოსვლის შემთხვევაში, ივანიშვილსა და მის რეჟიმს არაფერი არ გაუვა“ - გიგა ბოკერია

27 Sep 2021 16:03

„სწორედ ყველა ამ უკანანო, არალეგიტიმური, სამარცხვინო მეთოდის გამო უნდა მოვიდნენ დიდი რაოდენობით ადამიანები არჩევნებზე და დააფიქსირონ მათი ნება“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ რესურსი გამოყენებას


„თუ თქვენ გულისხმობთ იმას არის თუ არა სამართლიანი გარემო, ნორმალურთან მიახლობეული ატმოსფეროც კი - არა რა თქმა უნდა. ოღონდ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ დარღვევებს ჰქონდეს ადგილი ან პირდაპირ დანაშაულებს და მერე ჩვენ ეს ვამხილოთ, ჩვენი ამოცანა არის გამარჯვება. სწორედ ყველა ამ უკანანო, არალეგიტიმური, სამარცხვინო მეთოდის გამო უნდა მოვიდნენ დიდი რაოდენობით ადამიანები არჩევნებზე და დააფიქსირონ მათი ნება, ამ შეთხვევაში არ გაუვათ არაფერი ივანიშვილსა და მის რეჟიმს ყველა ამ მეთოდის მიუხედავად.“ - განაცხადა ბოკერიამ


ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო რესურსს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ.




კომენტარები:

ფართი შოპი