გიგი წერეთელმა და ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, უქიმერიონი,გუმათის ოლქში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე წარადგინეს

27 Sep 2021 17:14

„ამირან ძოწენიძე, “ევროპული საქართველოს” გამორჩეული ლიდერი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა, ის იქნება გარანტორი იმისა, რომ ქუთაისის საკრებულოში შეწყდება ნეპოტისტური და კორუფციული სიტუაცია“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, ქუთაისში უქიმერიონი,გუმათის ოლქში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის ამირან ძოწენიძის წარადგენაზე.


„დღეს ქუთაისში ამ არაჩვეულებრივ ადგილას ბაგრატის ტაძართან, უქიმერიონზე წარვადგენთ ამირან ძოწენიძეს “ევროპული საქართველოს” გამორჩეულ ლიდერს ქუთაისში და ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა, ის იქნება გარანტორი იმისა, რომ ქუთაისის საკრებულოში შეწყდება ნეპოტისტური და კორუფციული სიტუაცია, რა თქმა უნდა ქუთაისში წარმატებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ის კოორდინაცია, რომელიც მოვახერხეთ ნათელი მაგალითი ხატია დეკანოიძე ქუთაისის საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატი, ქუთაისის მოსახლეობას ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ასეთი გამოცდილი, მომავლის სწორი ხედვის მქონე გუნდი აირჩიონ, რითიც დაიწყება ქუთაისის გამოცოცხლება და აღმშენებლობა.“ - განაცხადა წერეთელმა


„ჩვენ ვიცით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს 2 ოქტომბრის არჩევნებს, ეს არ არის მხოლოდ თვიმმართველობის არჩევნები, ეს ფაქტობრივად რეფერენდუმია იმის შესახებ თუ როგორი გვინდა იყოს ხვალ და უახლოეს წლებში საქართველო, მან გააგრძელოს სვლა ევროპისკენ თუ დარჩეს იმ ჭაობში, რომელსაც უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 


ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ჩვენთვის, ქუთაისელებისთვის საციცხლოდ მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ჩვენი უფლებები, მეტი ფული დარჩეს ქუთაისელების გადახდილი გადასახადებიდან ადგილზე და მეტი უფლება მოვიპოვოთ ჩვენ რომ თავადვე მოვუაროთ საკუთარ ქალაქს და ჩვენით განვსაზღვროთ ინფრასტრუქტურაც.“ - განაცხადა ძოწენიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი