მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

27 Sep 2021 18:11

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომა გაიმართა.

 

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მოლოდინები განიხილეს.

 

მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო ყოველწლიური სესიის სამუშაო პროცესისა და აქტივობების დაგეგმვა.

სხდომაზე მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ რიგით მეათე ყოველწლიურ პლენარულ სესიას მოლდოვის რესპუბლიკა უმასპინძლებს.

 


კომენტარები:

ფართი შოპი