გუბაზ სანიკიძე: "ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს, მიხეილ სააკაშვილია... გარწმუნებთ, ჩამოდის"

27 Sep 2021 18:16

პარ­ლა­მენ­ტარ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, ვი­საც შე­უძ­ლია ხალ­ხის მა­სე­ბი მოძ­რა­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს.


"ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, ვი­საც შე­უძ­ლია ხალ­ხის მა­სე­ბი მოძ­რა­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს და ის პრო­ცე­სი, რაც არის, აქ­ტივ­ში გა­და­ი­ტა­ნოს, არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.


ერ­თმა­ნეთს ჭა­მენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში", ორად არის გა­ყო­ფი­ლი, შიდა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი აქვთ, - ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხრე­თი - გა­ხა­რია და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". სა­ნამ­დე უნდა ვუ­ყუ­როთ ამას, ვინ­მემ აკ­რძა­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩევ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა? მი­შას მომ­ხრე­ე­ბი სხვა ფე­რის, სხვა რა­სის არი­ან, სხვა გა­რეგ­ნო­ბა, სხვა რე­ლი­გია აქვთ?! რითი გან­სხვავ­დე­ბი­ან? ეს ხალ­ხი ამ ერის მე­სა­მე­დია, თან ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი... ეს მა­შინ, რო­დე­საც მიშა აქ არ არის, როცა ფეხს დად­გამს, ეს მე­სა­მე­დი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი აღ­მოჩ­ნდეს."


წამ­ყვა­ნის რეპ­ლი­კა­ზე: - ან მთლად გა­ნა­ხევ­რდეს, - სა­ნი­კი­ძე პა­სუ­ხობს:


არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი სამ ნა­წი­ლად უნდა გავ­ყოთ. ერთი ნა­წი­ლი არის მე­ხუ­თე კო­ლო­ნა, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ზოგი და­ბა­დე­ბით ბრიყ­ვი, იდი­ო­ტია, ზოგი კომ­პრო­მა­ტის, ფუ­ლის ქვეშ არის, ზოგი ხელ­ფა­სის გამო, მაგ­რამ ორი მე­სა­მე­დი არის ჯან­მრთე­ლი, ამ ორი მე­სა­მე­დი­დან ერთი ნა­წი­ლი არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე, ხოლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გა­ურ­კვევ­ლად არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ნა­წი­ლი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი გა­და­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან.


ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ მიშა ჩა­მო­ვა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვალ­თო, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რი "ქო­ცე­ბი" და მა­შინ ერ­თად ვიბ­რძო­დით, ერ­თად ვი­დე­ქით ქუ­ჩა­ში, კარ­ვებ­ში და ასე შემ­დეგ. მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს ამას. სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ხვა­ლინ­დე­ლი დღე არ აქვს, რო­მელ­შიც უკვე აღარ თენ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არის მუდ­მი­ვი ჯვარ­ცმის რე­ჟიმ­ში.


შემ­დე­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა, ამა­ში ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა? მე გე­უბ­ნე­ბით მი­შას პო­ზი­ცი­ას - იდე­უ­რად არის მომ­ხრე კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის.


გარ­წმუ­ნებთ, ჩა­მო­დის", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი