ამირან გამყრელიძე - კახეთში, ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების სრული დაცვით - სუფრაზე მყოფი ყველა პირი აცრილი იყო

27 Sep 2021 20:11

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც გამყრელიძე თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფება, განმარტებას აკეთებს.


როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ისადილეს.


მისივე განმარტებით, სუფრაზე მყოფი ყველა პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.


„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.


დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


შეგახსენებთ, რომ გამყრელიძის მიერ თანამშრომლებთან ერთად რესტორანში სადილის ამსახველ ფოტოებს სტუდია მონიტორი ავრცელებს.


კომენტარები:

ფართი შოპი