ნიკა მელია - 2 ოქტომბერს, ბიულეტენით ხელში უნდა გავუფორმოთ განაჩენი - ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს

27 Sep 2021 20:50

2 ოქტომბერს პასუხი გაეცემა მათ უტიფრობას! - საარაკო სკანდალი გასკდა და გამოდის ივანიშვილის ხელქვეითი, სუს-ის უფროსი და საუბრობს: „მე რა შუაში ვარო“ ხალხო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გლდანში განაცხადა, სადაც მან გლდანის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წარადგინა.


როგორც მელია განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს 2 ოქტომბერს, უნდა „გავუფორმოთ განაჩენი“.


„2 ოქტომბერს პასუხი გაეცემა მათ უტიფრობას, უტიფარ ივანიშვილს! უტიფარ ლილუაშვილს. საარაკო სკანდალი გასკდა, დიპლომატსაც, ბავშვსაც, სასულიერო პირსაც, ყველას უსმენენ და გამოდის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი, სუს-ის უფროსი და საუბრობს: „მე რა შუაში ვარო“ ხალხო. ამ ადამიანებს ბიულეტენით ხელში, 2 ოქტომბერს, უნდა გავუფორმოთ განაჩენი!“,-აღნიშნავს მელია.


როგორც მელია აცხადებს, ეს არ არის ხალხის ხელისუფლება!


„ჩვენ გვინდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი არა იმიტომ, რომ ერთი მეორეთი ჩანაცვლდეს, არა! ჩვენ გვინდა დამარცხდეს რეჟიმი, რომ ეს ასობით ბავშვუი, ვინც ამ სკვერში ესწრება, ბედნიერი იზრდებოდეს. ჩვენ, მშობლებს გვაქვს ამის უფლება. მეტიც, ვალდებულება გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე! რა გვიშლის ხელს?! არაფერი! ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდორს, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის, როგორც არასდროს. მაშ, რატომ ვერ უნდა გავიმარჯვოთ, ამ ქვეყნის მომავლის სახელით!“,- აცხადებს მელია და დასძენს, რომ „ყველა მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს“.


მან ელენე ხოშტარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მართალი ადამიანია, „პატიოსნების განსახიერება“.




კომენტარები:

ფართი შოპი