„მწამს, რომ ამ ქვეყანას შეცვლიან ჯიუტი და იდეალისტი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა!“ - გიორგი ნონიაშვილი

27 Sep 2021 21:03

„წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და წინ გადადგმა ნაბიჯის არის თანამშრომლობა, კოალიციური და არა ერთპიროვნული ხელისუფლება. წინ ნაბიჯის გადადგმა არის კორუფციის დამარცხება და ჩვენი გადახდილი გადასახადების ხალხის საკეთილდღეოდ მოხმარება,“ - განაცხადა ჩუღურეთის „ევროპული საქართველოს“ საერთო ოპოზიციურმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა გლდანში ელენე ხოშტარიას წარდგენისას.


„ამ ბრძოლაში ჩემი აზრით წყდება თავისუფლების ბედი და ადამიანების, ჩვენი მომავლის ბედი, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ჩადის არის კორუფცია, ძალადობა, ადამიანების დაპირისპირება, ზიზღის გაღვივების მცდელობა, ეს არის ერთმანეთის მოსმენა, დასმენა, კომპრომატირება, შანტაჟი, რუსეთისკენ გეზი, ყველაფერი ეს გვართმევს თავისუფლებას. 


ყველაფერი ეს გვართმევს მომავალს და ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს. მე ხშირად ხნიერი ადამიანებისგან მსმენია ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ შეიძლება არ მოგვესწროს დალაგებული ქვეყანა, მაგრამ თქვენ ახალგაზრდა ადამიანებს აუცილებლად მოგესწრებათ, ეს უიმედობა და დაიმედებაც, მაგრამ მე მგონია, რომ ცვლილებები გვჭირდება აქ და ახლა და არა მომავალში. რაღაც ახლა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა შვილებმა მიიღონ შედეგი. 30 წელი არ შეიძლება ერთსა და იმავეს ვტკეპნიდეთ მუდმივ რეჟიმში. წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და წინ გადადგმა ნაბიჯის არის თანამშრომლობა, კოალიციური და არა ერთპიროვნული ხელისუფლება. 


წინ ნაბიჯის გადადგმა არის კორუფციის დამარცხება და ჩვენი გადახდილი გადასახადების ხალხის საკეთილდღეოდ მოხმარება, წინ გადადგმული ნაბიჯი არის წესიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების აწყობა და არა იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების აწყობა, რომელიც თავად არის საფრთხე ქვეყნისთვის, ელენე ხოშტარია არის არამარტო “დროას”, არამედ “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “გირჩი - მეტი თავისუფლების” საერთო კანდიდატი ამ თანამშრომლობით ვაჩვენებთ ჩვენ სინამდვილეში, რომ ქვეყნის მართვა სხვანაირადაც არის შესაძლეველი და პოლიტიკაში შესაძლებელია იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში მყოფ ადამიამებს არ გვანან, იმიტომ, რომ პოლიტიკა არ არის ყალთაბანდების და ყველაფრის მკადრებლების ადგილი, ეს უნდა დასრულდეს, რომ პოლიტიკაში სიტყვებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფასი, შემიძლია ძალიან მოკლედ და მარტივად ვთქვა ერთი ამბავი ის არის იდეალისტი ადამიანი და ამავდროულად ჯიუტი, ყოველთვის მწამს, რომ ამ ქვეყანას შეცვლიან ჯიუტი და იდეალისტი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა!“ - განაცხადა ნონიაშვილმა




კომენტარები:

ფართი შოპი