შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, კრიზისებზე რეაგირების ინსტრუქტორთა მოსამზადებელი სწავლება გაიარეს.
კურსის ფარგლებში გადამზადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ეროვნულ გვარდიის 20 ინსტრუქტორი, რომლებიც ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას რეზერვისტებს გაუზიარებენ.
სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ ნაწილებს. DEMA-ს ექსპერტებმა ქართველი ინსტრუქტორები გადაამზადეს ტყის ხანძრეებსა და წყალდიდობებზე რეაგირების, ასევე, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების მიმართულებით.
კრიზისებზე რეაგირების ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის დასასრულს, ქართველ ინსტრუქტორებს დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება პირადად მიულოცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა - გენერალმა რომან ჯოხაძემ.
გადამზადების პროგრამა განხორციელდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უწევს.