„აგროსასურსათო სექტორის ბალანსს წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ"

30 Jun 2017 21:32

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე ანგარიში პარლამენტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა.  ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისუბრა დარგის  ძირითად მიმართულებებზე, იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა თუ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მელიორაციის, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. 


მინისტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამამუშავებელ მრეწველობაში.  სასოფლო-სამეუნრეო პროდუქტის პირველადი წარმოება მთლიან შიდა პროდუქტში უკვე 9,3%-ს უტოლდება. მ


ისევე თქმით, შეიქმნა 158 ახალი საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 139 მილიო დოლარს აჭარბებს და რომელმაც   დამატებით 5600-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.


„ჩვენ აგროსასურსათო სექტორის ბალანსს წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ. 2012 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის უარყოფითი სავაჭრო სალდო 800 მილიონ დოლარამდე გვქონდა და 2016 წლისთვის ეს 270 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. ჩვენი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველა დარგი, რომელსაც ექსპორტის პოტენციალი გააჩნია,  განვითარების შანსი მიეცეს. ჩვენი ორიენტირი იქნება ექსპორტის ზრდა და იმპორტის კიდევ უფრო შემცირება, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ამაღლება, რაც ამ სალდოს ნამდვილად გაასწორებს და ეს უკვე იქნება დიდი მიღწევა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ყურადღება გამახვილდა გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების, სოფლის მეურნეობის შესაბამისი კადრების მომზადების, აგროდაზღვევის განვითარების და მასობრივად დანერგვის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.


„ფაქტია, რომ რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, მძიმე მემკვიდრეობის ფონზე გაკეთებული ნამდვილად ძალიან სერიოზული, ფასდაუდებელი შრომის შედეგია. ქვეყნის კეთილსაიმედოობის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის ამაღლებული, შეცვლილი და ჩვენ, როგორც ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, გამოკვეთილად ვართ ამ პოზიციებზე“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ


კომენტარები:

ფართი შოპი