შს სამინისტრომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის ახლო მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავა

22 Jul 2018 04:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავა. კურიერის ინფორმაციით სპეცოპერტაცია ახვლდიანის ქუჩაზე ჩატარდა. ჩხრეკის დროს ამოღებულია იარაღი. დაკავების ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით დაიწყო. 


თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2017 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. ის  სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ კაჭარავა და მისი კიდევ ერთი ახლო მეგობარი მიხეილ თათრიშვილი პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და ამის გამო ჩაუდეს მათ ნარკოტიკული საშუალებები.

 

rustavi 2


კომენტარები:

ფართი შოპი