ყანის დახვნისთვის დაკავებულ ტრაქტორისტს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება

30 Jun 2017 22:43

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მაცხოვრებლის, 38 წლის ტრაქტორისტის, რამაზ ჩხიკვაძის საქმის განხილვა დაიწყო. ჩხიკვაძეს გამოძიება კანონის დარღვევას ედავება და მის ორწლიან პატიმრობას ითხოვს.

ჩხიკვაძე მიმდინარე წელს, სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საკუთარი ტრაქტორით, საკუთარი ყანის დახვნის მცდელობისას, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ჩხიკვაძის მეზობლების თქმით, დაკავების ოპერაციას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩხიკვაძეს ბრალი წაყენებული აქვს სსკ 381 მუხლით, რაც სასამართლო გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას: "ჩხიკვაძე გასამართლებული იყო 260 მუხლით, მას დაუდგინდა ნარკოტიკული თრობა, რის გამოც 5 წლის განმავლობაში აეკრძალა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, თუმცა პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა, როცა ის ტრაქტორს მართავდა"- აცხადებენ შსს-ში


წყარო: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=87682


კომენტარები:

ფართი შოპი