50 დაღუპული და 100-მდე დაშავებული - საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

24 Jul 2018 13:44

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.  ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.  


საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა.  საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებამ უპასუხა.


კომენტარები:

ფართი შოპი