გრიგოლ ვაშაძე:
“დღეს უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კონსენსუსი!!!
ის, რაც ბალტიამ 90-ანი წლების დასაწყისში გააკეთა, და რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ რუსეთის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ომის გამო.
იმ ჭკუააშლილობის გამო, როდესაც საარჩევნო ბიულეტენი ავტომატით ჩავანაცვლეთ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პატრიოტი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებით განვდევნეთ, როდესაც საზოგადოება დავაქუცმაცეთ და გავხლიჩეთ და ნორმალური, ეროვნული განვითარების გზას ავცდით, როდესაც 2003-დან 2012-მდე თანამედროვე ქართული სახელმწიფო შევქმენით, მაგრამ ისევ 90-ანების წუმპეში დავბრუნდით მუქთა ფულის “ოცნებით”.
დღეს, ვისაც უნდა, რომ:
- საქართველოში 50 ათასი ბავშვი არ შიმშილობდეს;
- 1 მილიონი ადამიანი სიღატაკეში არ ცხოვრობდეს;
- საქართველო ქართველებისგან არ იცლებოდეს;
- საქართველო წარმატებულ, მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყოს;
- ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღსდგეს;
- საქართველო ევროპის კავშირის და NATO-ს წევრი გახდეს;
- ჩვენ დავასრულოთ დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა და აღარასოდეს მივცეთ არავის ხელისუფლების უზურპაციის საშუალება;
- ქართველისთვის ქართველი ყველაზე ახლობელი იყოს,
ყველა ასეთი მოკავშირე, და და ძმა ვართ.
ამ მიზნებს რომ მივაღწევთ, მერე გავიყოთ იდეოლოგიურად და ვიკამათოთ.
იმ დრომდე კი ქართველს არაფერი არ აქვს სახელმწიფოებრიობის გარდა, და ამასაც თუ დავკარგავთ დაპირისპირებაში, ფიზიკურად გავქრებით.
ჩვენს გერბზე რა სწერია, კი იცით.”