როგორ იცავენ თავს კიბერ დამნაშავეებისგან? - „კასპერკის ლაბორატორიის" წარმომადგენელი განმარტავს

01 Jul 2017 00:14

ჟურნალისტ ზაზა სვანაძის კითხვას - 2017 წლისთვის, როგორ იცავენ თავს კიბერ დამნაშავეებისგან? - კომპანია „კასპერკის ლაბორატორიის" წარმომადგენელი, დენის მაკრუშინი ასე პასუხობს.


"ჩვენს პროფესიულ წრეებში ასე ვამბობთ;  არსებობს პირადი ჰიგიენის ოქროს წესები, რომელთაც  თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ - თუ ადრე ავაზაკი ქუჩის კუთხეში ელოდებოდა მსხვერპლს, რათა საფულე გაეტაცა, დღეს ჩვენი ბიუჯეტის მიგრირება ელექტრონულ სისტემებში ხდება. ბაზისურ რეკომენდაციებზე სანამ გადავალთ, უნდა ვთქვათ რომ მნიშვნელოვანია, თვითგანათლება, ანუ თავად უნდა შევეცადოთ, რომ მეტად გავითავისოთ ტექნოლოგიები. პირველი რჩევა; განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მაშინ, როცა ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვიგზავნიან შეტყობინებებს ბმულების სახით. სასურველია, მოერიდოთ გაურკვეველი მისამართებიდან მოსულ ინტერნეტ ამანათებს. მეორე - გამოიყენეთ პაროლები სადაც ეს შეიძლება, გამოიყენეთ ისეთი პაროლები, რომელთა ამოცნობაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სასურველია დამცავი კოდი მხოლოდ ალფავიტისგან არ შევადგინოთ, გრძელ და რთულ კომბინაციებში ჩაურთეთ სპეციალური სიმბოლოები და რაც მთავარია ეს პაროლები რეგულარულად ცვალეთ. მესამე რეკომენდაცია, დღეს WI-FI ქსელი ყველგანაა, ტელეფონებიდან ჩვენ გვაქვს წვდომა გარესამყაროსთან, სადღაც ავტობუსის გაჩერებიდან,  საჯარო სივრცეებიდან, - ნუ ენდობით ამ ქსელებს. ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ნუ გაცვლით, ფინანსურ ოპერაციებს ნუ განახორციელებთ უსადენო ინტერნეტის მეშვეობით."




კომენტარები:

ფართი შოპი