"ბიძინა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მმართველი გუნდისთვის"-მამუკა მდინარაძე

25 Jul 2018 15:29

"ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება რა ამხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ“.


კომენტარები:

ფართი შოპი