"ვანო ჩხარტიშვილის გადაყენებული პატრიარქი ნამდვილად ნამეტანია!"-ნიკა გვარამია

26 Jul 2018 01:43

ნიკა გვარამია:


"პატრიარქს გადადგომისკენ რომ მოუწოდებენ თუ ურჩევენ, ეს რაღაც ახალია ქართული ხელისუფლებების ისტორიაში და ქართული ოცნების ნოუ-ჰაუს წარმოადგენს - "თქვენ დაისვენეთ, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს".


ასეა ეს: ეკლესია რომ ხელისუფლების მოყვანაში ჩაერევა, ზუსტად იგივე ხელისუფლება მის მართვა-გამგეობაში აუცილებლად ჩაყოფს ცხვირს, უტყუარი კანონზომიერებაა.


ps ვანო ჩხარტიშვილის გადაყენებული პატრიარქი კი ნამდვილად ნამეტანია. გასაგებია (და მიუღებელი), რომ ივანიშვილმა დაავალა, მაგრამ შემსრულებლის სიმბოლურობასაც ხო აქვს თავისი დატვირთვა?! შეკითხვა რიტორიკულია."



კომენტარები:

ფართი შოპი