დავით ჭიჭინაძე: პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ მესიჯს ჩატში აგზავნიდნენ, რა უნდა ეთქვათ კოლექტიურ ზარდიაშვილებს

26 Jul 2018 02:03

პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ მესიჯს აგზავნიდნენ, თუ როგორ უნდა ელაპარაკათ, - ამის შესახებ ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. 


“ასეთი მესიჯი ჩატში დაიგზავნა, თუ რა უნდა ეთქვათ - რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები დამწკრივებული ლაპარაკობდნენ“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ. 


დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და წინ არის შემდგომი პროცედურა, პოლიტსაბჭოს სახით. 


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი