ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმედღით დაგვიანდება

27 Jul 2018 02:51

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისდირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აქტიურადმიმდინარეობს ნამუშევრების გასწორება, თუმცა პირველადი შედეგების გამოცხადება შარშანდელისაგან განსხვავებით, შესაძლოა, რამდენიმედღით დაგვიანდეს. ამის მიზეზად მაია მიმინოშვილი განრიგის შეცვლას ასახელებს.


„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამასგაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულადდავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვეეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვეაპელაციის პროცესი", - განაცხადა მიმინოშვილმა.


მისივე თქმით, განრიგის შეცვლის გამო, გადაიწევს აბიტურიენტების საბოლოო არჩევანისგაკეთების ვადაც.


„აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ საკუთარ არჩევანშიაპელაციის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ეს შეიძლება არ იყოს 15 აგვისტო,აპელაციის შედეგების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი დღე ექნებათ, რათა შეცვალონ არჩევანი", - განაცხადა მიმინოშვილმა.


მიმინოშვილი წლევანდელი განრიგის შეცვლის მიზეზად მაღალ ტემპერატურას ასახელებს.საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაია მიმინოშვილის თქმით, პროცესმა კარგადჩაიარა.


ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდითდაიწყო და დღეს 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.


კომენტარები:

ფართი შოპი