ბათუმში, ერთმა მოქალაქემ 4 ადამიანი დაჭრა

27 Jul 2018 13:32

4 ადამიანი დაჭრეს ბათუმში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული ერთი მოქალაქეა დაკავებული. მან დაზარალებულებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, კონფლიქტის მიზეზი კი ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


rustavi2


კომენტარები:

ფართი შოპი