"უცნობმა მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა, მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა,"- ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ

01 Jul 2017 03:53

"თაიმერის" ინფორმაციით, ინტერნეტ გამოცემა ,,ქუთაისი თუდეის"  რედაქტორ ბუბა ჩივაძეზე, ცოტა ხნის წინ ქუთაისში, თავდასხმა მოხდა.


,,პარლამენტის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა. მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა. მუცელში მირტყამდა, მანქანასაც ურტამდა, მაყენებდა სიტყვირ შეურაცხყოფას. არ ვიცი ვინ იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოვიდნენ.ახლა პოლიციის მე-3-ე განყოფილებაში ვარ. სამხარეო პოლიცის უფროსიც მოვიდა",  - განუცხადა "თაიმერს" ბუბა ჩივაძემ.


/timer.ge-ის ექსკლუზივი/


კომენტარები:

ფართი შოპი