სვანეთში, მყინვარიდან მასა ჩამოიშალა

03 Aug 2018 13:40

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე მყინვარიდან მასა ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მყინვარის ჩამოშლის შედეგად არსებულ ვითარებას სწავლობენ.


„მყინვარია ჩამონგრეული. არის თუ არა ვინმე მოყოლილი, არავინ იცის. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სავარაუდოდ დიდი მასაა ჩამოწოლილი“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ. 


მისივე თქმით, აღნიშნული მყინვარი მოსახლეობასთან ახლოს არ არის და ტურისტულადაც ნაკლებად დატვირთული ზონაა. 



კომენტარები:

ფართი შოპი