"საბანკო აფიორა პედაგოგების წინააღმდეგ" - დათო ფერაძე

11 Aug 2018 20:01

"პედაგოგთა საკოორდონაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დათო ფერაძე საბანკო აფიორაზე საუბრობს.


როგორც საინფორმაციო პორტალ "მხარეს"  ორნაიზაციიდან აცნობეს, შემოსული შეტყობინებებით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე პედაგოგის საბანკო სახელფასო ანგრიშებიდან მათგან დამოუკიდებლად რამდენჯერმე განხორციელდა საბანკო ტრანზაქცია-ოპერაციები. 


"თავდაპირველი ინფორმაციით, მსგავსი პრობლემის წინაშე იდგნენ ლიბერთი ბანკის კლიენტი პედაგოგები. მას შემდეგ,  რაც მივმართეთ ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობას, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა კიდევ არაერთი შეტყობინება მიიღო  ამავე საკითხზე. აღმოჩნდა, რომ სხვა ბანკების კლიენტი პედაგოგებიც არიან დანაშაულებრივი საბანკო აფიორის მსხვერპლნი. როგორც ჩანს, ყველა შემთხვევაში ხსენებული საგანგაშო დანაშაულებრივი ქმედებები მიმდინარეობს ერთი სცენარით: კონკრეტული ჰაკერული ჯგუფისთვის შესაძლებელია პედაგოგთა და არა მარტო მათი საბანკო ბარათების მონაცემებზე წვდომა და ამ მონაცემების მეშვეობით უკანონო ოპერაციების შესრულება. მიგვაჩნია, რომ საიდუმლო ინფორმაციებზე გარეშე პირისათვის ხელმისაწვდომობა გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს თავად ბანკებსაც და მათ ხელმძღვანელ პირებსაც, რადგან ეჭვს იწვევს, ის გარემოება, თუ როგორ შეიძლება იცოდეს მესამე პირმა ათობით და შესაძლოა, მეტი კლიენტის საბანკო საბარათე მონაცემები. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი კატეგორიულად ითხოვს დაზარალებული პირების მომსახურე ბანკებისგან, რომ უმოკლეს ვადაში მიმართონ  სამართალდამცავებს აღნიშნული მასიური დანაშაულის გგამოსაძიებლად და საწრაფოდ უზრუნველყონ საბანკო ბარათების უსაფრთხოება და დაზარალებული პედაგოგების ფინანსური ზარალის ანაზღაურება.


აღნიშნული მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და საბანკო სექტორის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.


ვთხოვთ დაზარალებულ პედაგოგებს, იქონიონ კომუნიკაცია ჩვენთან აქ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე."- აცხადებენ ორგანიზაციაში.






საკონტაქტო ინფორმაცია:

                                                            ტელ/მობ: 555 27 05 38


ელ. ფოსტა: tccentergeorgia@gmail.com


კომენტარები:

ფართი შოპი