"ამხელა არმია დაგვესხა თავს ომის დროს და ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნეთ და ჩემს დროს ის 1,64 იყო"- მიხეილ სააკაშვილი

12 Aug 2018 13:13

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა.


„ლარის კურსმა ისევ მკვეთრად ვარდნა დაიწყო და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა საქართველოს არ ყავს მთავრობა. საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით. 



ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა და ომის დროს და შემდგომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნეთ და ჩემს დროს ის 1,64 იყო. ახლა არის ის, რაც არის და ღმერთმა არ ქნას, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, არ ჩაერთეთ, თუ ისევ მიეცით საშუალება, არჩევნები იყიდოს, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება - მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1,64, ხოლო ივანიშვილის დროს მალე 4 იქნება, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები, ყველამ ვიმოძრაოთ - ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი